რომა ალისონის გაშვებას დასთანხმდა

რომა ალისონის გაშვებას დასთანხმდა

18.07.2018 | 15:31

ალისონ რამზეს ბერეკერი რომაული კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის.

Liverpool Echo-ს ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომა" მზადა ბრაზილიელ გოლკიპერს შეელიოს და "ლივერპულს" დაუთმოს. ალისონის სანაცვლოდ მერსისაიდელები 66,8 მილიონ ევროს გადაიხდის.

თუ ტრანსფერი შედგა, ალისონი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება. აქამდე, ეს რეკორდი ედერსონ მორაეშს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდაც "მანჩესტერ სიტიმ" "ბენფიკას" 34,7 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

 

ზურა ბაიდარაშვილი