“რეალი” მომდევნო ტურს დიდი დანაკლისით ხვდება

“რეალი” მომდევნო ტურს დიდი დანაკლისით ხვდება

3.12.2017 | 12:36

ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის "რეალი" "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. ზინედინ ზიდანის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა, რომ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა შეემცირებინა, თუმცა გარდა იმისა, რომ უშუალო კონკურენტთან 8 ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა, მომდევნო ტურისთვის "სამეფო გუნდმა" ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი დაკარგა.

"ატლეტიკთან" დაპირისპირება მძიმე გამოდგა სერხიო რამოსისთვის, რომელმაც მატჩის მსვლელობისას ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითელს ნიშნავს და მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუხდა. გარდა რამოსისა, მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ დანი კარვახალი და კაზემირო, რომლებმაც მიმდინარე სეზონში რიგით მეხუთე ყვითელი ბარათები მიიღეს და თითო მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში მადრდის "რეალი" "სევილიას" უმასპინძლებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი