“რეალი” იანვარში 20 წლის თავდამსხმელს შეიძენს

“რეალი” იანვარში 20 წლის თავდამსხმელს შეიძენს

15.12.2017 | 21:21

მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალი" 20 წლის თავდამსხმელს, რაფა მირს შეიძენს და სარეზერვო გუნდს გააძლიერებს. 

ამ დროისათვის ახალგაზრდა ფორვარდი "ვალენსიას" საუთრებაშია, თუმცა სეზონის ბოლოს მას კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით მადრიდულ კლუბს მისი გამოსყიდვა ძვირი არ დაუჯდება. 

აღსანიშნავია, რომ მირს "ვალენსიას" ძირითად გუნდში დებიუტი გასუ სეზონში ჰქონდა თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ვალენსია ბ"-ს შემადგენლობაში გამოდის და 17 თამაშში 15 გოლის გატანაც მოახერხა.

 

ზურა ბაიდარაშვილი