“რეალი” და “იუვენტუსი” ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

“რეალი” და “იუვენტუსი” ხმაურიან გაცვლას გეგმავენ

2.11.2018 | 11:42

გავლენიანი გამოცემა Tuttosport-ი ირწმუნება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "რეალი" და "იუვენტუსი" ერთმანეთში მარცხენა მცველების გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურინული კლუბი ალექს სანდროსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს, რომელიც 2020 წელს იწურება და დიდი ალბათობით ფეხბურთელის გაიდვა მოუწევს.

თავის მხრივ, მადრიდელთა ბანაკის დატოვება სურს მარსელოს, რომელსაც გული ტურინისკენ მიუწევს, სადაც მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ გასულ ზაფხულს გადაბარგდა.

ერთადერთი, რამაც შესაძლოა ამ ბარტერს ხელი შეუშალოს, არის მარსელოს ხელფასი. "სამეფო კლუბში" ბრაზილიელი წელიწადში 10 მილიონ ევროს ღებულობს და რამდენად დათანხმდება იტალიური მხარე ასეთი ხელფასის გაცემას, ჯერჯერობით გაურკვეველია. 30 წლის ფეხბურთელი "რეალის" მაისურს 2007 წლიდან ატარებს და ამ ხნის განმავლობაში მის ანგარიშზე 462 მატჩი, 36 გოლი და 86 ასისტია.

რაც შეეხება ალექს სანდროს, იგი "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს და 127 მატჩში 9 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა მის აქტივში.

 

ზურა ბაიდარაშვილი