რეალი ბარსას ყოფილ ფეხბურთელს ყიდულობს?!

რეალი ბარსას ყოფილ ფეხბურთელს ყიდულობს?!

31.10.2018 | 10:30

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალი კატალონიის ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის, მარკ ბატრას გადაბირებას შეეცდება, რომელიც ამჟამად, ბეტისის რიგებში ირიცხება. 

27 წლის მცველი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2010-2016 წლებში იცავდა, რის შემდეგაც, დორტმუნდში გადავიდა. 

2018 წელს ის კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და ბეტისთან ერთად, ევროპა ლიგაზე შესანიშნავად გამოდის. „ლოს ვერდიბლანკოსმა“ გასულ კვირას, „სან სიროზე“ მილანი დაამარცხა.