რა ღირს დღეს საქართველოს ჩემპიონი გუნდი?

რა ღირს დღეს საქართველოს ჩემპიონი გუნდი?

5.12.2017 | 00:15

ქუთაისის "ტორპედომ" ძალზედ დრამატულ მატჩში თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ჩვენ გადადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ რა ღირს საქართველოს ჩემპიონი გუნდი და რომელი 3 ფეხბურთელია ყველაზე ძვირადღირებული. ამისთვის ჩვენ transfermarket-ი გამოვიყენეთ.

საქართველოს ჩემპიონის, ქუთაისის "ტორპედოს" ღირებულება tranfermarket-ის მონაცემებით 3,92 მილიონი ევროა. გუნდში ყველაზე ძვირადღირებულინი არიან, მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე და შუახაზელი გუგა ფალავანდიშვილი, რომელთა ფასიც 338 000 ევროა. რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, გოლკიპერ როინ კვასხვაძის ღირებულება 270 000 ევროა.

ლევან ქობალია