რატი არდაზიაშვილი: ” “ლოკომოტივი” ყველა გუნდზე უკეთ გამოიყურება”

რატი არდაზიაშვილი: ” “ლოკომოტივი” ყველა გუნდზე უკეთ გამოიყურება”

7.10.2017 | 22:00

allSPORT.ge გთავაზობთ ინტერვიუს თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელთან, რატი არდაზიაშვილთან, რომელიც ახლახანს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.

 

- როგორ მიდის მკურნალობის კურსი, რა ეტაპზე ხართ ახლა?

- ჯერ ახალი დაწყებული მაქვს მკურნალობა, თუმცა ყველაფერი კარგად მიდის.

 

- რას ამბობენ მედიკოსები, რა ტიპის ტრანვმასთან გვაქვს საქმე?

- წინა ჯვარედინი იოგა მქონდა გაწყვეტილი.

 

- მიახლოებით თუ არის განსაზღვრული, რა ვადაში დაუბრუნდებით მოედანს?

- ექიმების თქმით, დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ მოვახერხებ დაბრუნებას.

 

- მიუხედავად ყველაფრისა, უყურებთ "ლოკომოტივის" მატჩებს? როგორ შეაფასებდით ბოლო მატჩს ბათუმის "დინამოსთან" ?

- რასაც შევხედე, ყველა კომპონენტში აჯობეს თბილისელებმა, არა მარტო "დინამო" ბათუმთან, ამ ბოლო მატჩებში სხვა გუნდებზე უკეთ გამოიყურებიან, იმედია ასე გააგრძელებენ.

 

ლევან ქობალია

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები