პოგბა: “იმედია “სიტის” ცუდი პერიოდი მალე დაუდგება”

პოგბა: “იმედია “სიტის” ცუდი პერიოდი მალე დაუდგება”

3.12.2017 | 12:06

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ინგლისის პრემიერ ლიგის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

"მჯერა, რომ "მანჩესტერ სიტის" ცუდი პერიოდი დაუდგება. ვიცი, ცუდს ვამბობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ "სიტის" ლიდერები მალე ტრავმებს მიიღებენ და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი მათთან ჩამორჩენის აღმოფხვრას შევძლებთ", - ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს The Telegraph ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუნაიტედი" "სიტის" 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მე-15 ტურის თავის შეხვედრას "ქალაქელები" დღეს გამართავენ და "ეტიჰადზე" "ვესტ ჰემს" უმასინძლებენ და შანსი აქვთ სხვაობა ისევ 8 ქულამდე გაზარდონ. ტურის ცენტრალური შეხვედრა რომელიც გუშინ გაიმართა, ჟოზე მოურინიუს გუნდმა სტუმრად "არსენალს" სძლია (1:3). თავად პოგბამ კი ამ დაპირისპირებაში წითელი ბარათი მიიღო.

 

ზურა ბაიდარაშვილი