პიკე: “ნეიმარი რჩება”
პიკე: “ნეიმარი რჩება”

პიკე: “ნეიმარი რჩება”

24.07.2017 | 11:07

სატრანსფერო საგა, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს ეხება, როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება.

დღეს, გამთენიისას "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სათაურით "რჩება". მოგეხსენებათ, სწორედ პიკე, სუარესი და მესი ცდილობდნენ ბრაზილიელის გადარწმუნებას, რომ მას კატალონიური გრანდი არ დაეტოვებინა.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარ ჯუნიორის გადაბირებას აქტიურად ცდილობს ფრანგული "პსჟ", რომელიც მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები