პარუნაშვილი: “ჩემი კარიერა კარგად ვითარდება”

პარუნაშვილი: “ჩემი კარიერა კარგად ვითარდება”

1.10.2017 | 12:19

allSPORT.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დანიური "ესბიერგის" ქართველ ნახევარმცვეთან, ლაშა პარუნაშვითან.

- მოდით განვლილი წლებით დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით "დინამოში" გატარებულ წლებს?

- "დინამოში" გატარებულ წლებს, რა თქმა უნდა კარგად შევაფასებ. "დინამომ" გამზარდა როგორც ფეხბურთელი და დამეხმარა ყველაფერში.

 

- გუნდში ადაპტაცია დიდი ხანია გაიარეთ. რა ეტაპზეა ახლა თქვენი კარიერული წინსვლა?

-კარიერის მხრივ საქმე კარგად მაქვს. კარგად მიდის ყველაფერი. სათამაშო დრო მაქვს და დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული.

 

- მიუხედავად იმისა რომ სასტარტოს ფეხბურთელი გახდით, არის თუ არა თქვენს პოზიციაზე მაღალი კონკურენცია?

- ჩემს პოზიციაზე 4 კარგი ფეხბურთელია და კონკურენციაც მაღალია, მაგრამ ეს კარგია, რადგან კონკურენციის ქვეშ იზრდება ფეხბურთელი.

 

- როგორ შეაფასებდით ზოგადად დანიის ჩემპიონატს?

- დანიის ჩემპიონატს რაც შეეხება, აქ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. ტემპიც საკმაოდ მაღალია და ეს კარგია. ცოტა დრო გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ფეხბურთელებიც ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და არ უჭირთ მოძრაობა.

 

- თქვენი საქართველოდან წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა როგორც ჩემპიონატში, ისე კლუბებში. უყურებთ ეროვნული ლიგის მატჩებს?

- ვადევნებ თვალს რა თქმა უნდა და ძალიან კარგია პირველ რიგში ის, რომ გაშუქებაა. შეიქმნა ისეთი ვებ-გვერდი, სადაც ყველა მატჩის ნახვა შეგიძლია პირდაპირ ეთერში. ხალხი უფრო დადის სტადიონზე. მართალია რეგიონებში, მაგრამ ბევრად მომატებულია დასწრება ჩემი აზრით, თუნდაც სამტრედია და ბათუმი რომ ავიღოთ.

 

- რას ფიქრობთ ეროვნულ ნაკრებზე, მოახლოებულ მატჩზე უელსთან და ზოგადად ვაისის მუშაობაზე?

- ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, მართლა მაგრად ვართ ახლა ამ შესარჩევში. ჩემი აზრით ყველა თამაშის მოგების საშუალება იყო და უიღბლობის გამო, რომელიც ყველგან თან გვსდევდა ვერ ვახერხებდით ამას. ვინც უყურებდა თამაშს ალბათ ყველა დამეთანხმება და არა მარტო შედეგზეა ლაპარაკი, თამაშის დონეა ძალიან მაღალი. თითქმის ყველასთან ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჩვენს მხარეს იყო, აქედან გამომდინარე ძალიან კარგად უნდა შევაფასოთ ვაისის მიერ გაწეული სამსახური. ერთ წლიწადში ვერ მოხერხდება ისე, რომ გავფრინდეთ. დრო სჭირდება ყველაფერს და ყველა ხედავს, რომ ძალიან დიდი საფუძველი აქვს ჩაყრილი ამ ყველაფერს.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote

მსგავსები