ოფიციალურად: რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელია

10.07.2018 | 20:05

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

რამოდენიმე წუთის წინ "სამეფო კლუბმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ტურინულ გრანდში გადავიდა.

გავრცელებული ინფორმციის თანახმად "ბებერ ქალბატონს" რონალდუს ტრანსფერი 105 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ მადრიდულ გრანდს 2009 წელს შეუერთდა. "რეალთან" ერთად 2 ლა ლიგის ტიტული, 2 ესპანეთის სამეფო თასი, 2 ესპანეთის სუპეთასი,  4 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 

 

ზურა ბაიდარაშვილი