ოფიციალურად: ჟორჟინიო “ჩელსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჟორჟინიო “ჩელსის” ფეხბურთელია

14.07.2018 | 15:16

როგორც მოსალოდნელი იყო, მაურიციო სარის ლონდონურ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, არისტოკრატებს ჟორჟინიოც შეუერთდებოდა.

დღეს, "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელებმა "ნაპოლის" 57 მილიონი ევრო გადაუხადეს. კიდევ 8 მილიონს იტალიური კლუბი გარკვეული ბონუსების სახით მიიღებს.

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote