ოფიციალურად: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

ოფიციალურად: კოუტინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

7.01.2018 | 13:15

რამოდენიმე თვიანი საგა, რომელიც კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერს ეხებოდა, ოფიციალურად დასრულდა.

7 იანვარს, გვიან ღამით, კატალონიურმა კლუბმა თვის გულშემატკივარს შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი ოფიციალურად დაუდასტურა.

"ბარსელონა" ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა, თუმცა "ლივერპულმა" კოუტინიოს შენარჩუნება მოახერხა. 

"ბარსელონამ" 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებს 142 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რითაც კოუტინიო მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფილიპე კოუტინიო უეფას წესების თანახმად, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება, ვინაიდან სეზონის პირველ ნახევარში ბრაზილიელმა "ლივერპულის" მაისურით უკვე ითამაშა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. თუმცა, კოუტინიო კატალონიელებს ლა ლიგისა და ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებებში დაეხმარება. მოსალოდნელია, რომ ფილიპეს დებიუტი "ბლაუგრანას" რიგებში ესპანეთის თასის განმეორებით შეხვედრაში შედგება, სადაც "ბარსა" "კამპ ნოუზე" ვიგოს "სელტას" უმასპინძლებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote