ოფიციალურად: გიორგი  ერისთავი ,,სამტრედიას” ფეხბურთელია

ოფიციალურად: გიორგი ერისთავი ,,სამტრედიას” ფეხბურთელია

30.12.2017 | 13:58

23 წლის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ერისთავი ,,სამტრედიას" შეურთდა.

ტრანსფერი თავად ფეხბურთელმა ოფიციალურად დაგვიდასტურა.

გიორგიმ იმერულ კლუბთან  1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ერისთავმა გასული სეზონი ლატვიურ ,,ლიეპაიაში" გაატარა, სადაც გუნდის ერთ ერთი ლიდერიც გახლდათ. იგი  ამ კლუბთან ერთად ლატივიის თასის გამარჯვებულიც გახლავთ. 

უფრო  ადრე კი ერისთასვს გორის ,,დილას"  შემადგენლობაში  საქართველოს ჩემპიონის ტიტული  აქვს მოპოვებული.

                                                                                                                                                                              ნიკა ბაიდაური