ოთო მუმლაძე: ” მიდის მოლაპარაკება კონკრეტულ კანდიდატთან, მაგრამ ჯერ ეს ვერ გაცხადდება”

ოთო მუმლაძე: ” მიდის მოლაპარაკება კონკრეტულ კანდიდატთან, მაგრამ ჯერ ეს ვერ გაცხადდება”

3.12.2017 | 17:22

გიორგი დევდარიანი თბილისის "ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის. 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ლოკომოტივის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

allSPORT.ge "ლოკომოტივის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ოთო მუმლაძეს დაუკავშირდა და ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

 

- არის თუ არა ცნობილი ვინ ჩაიბარებს "ლოკომოტივს"? თუნდაც კანდიდანტების დონეზე?

- მიდის მოლაპარაკება კონკრეტულ კანდიდატთან, მაგრამ ჯერ ეს ვერ გაცხადდება.

 

ასევე მას სიხარულიძის მიმართ, სხვა კლუბებიდან ინტერესზე დაუსვით კითხვა, რაზეც მან გვიპასუხა

- ინტერესი ცხადია არის, ჩემპიონატის ბომბარდირია. თუმცა ჩვენ უკვე შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი და ველოდებით მის პასუხს.

 

დევდარიანმა 2016 წელს გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე ჩაიბარა "ლოკომოტივი". მისი ხელმძღვანელობით "ლოკომოტივმა" 2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება 53 ქულით მე-6 პოზიციაზე დაასრულა, რაც ევროთასებზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქურ კლუბს მომავალი სეზონიდან გია ცეცაძე ჩაიბარებს.

 

ლევან ქობალია

2.33 avg. rating (58% score) - 3 votes