ნურმანგამედოვის შემდეგი მსხვერპლი მეივეზერი იქნება?!

ნურმანგამედოვის შემდეგი მსხვერპლი მეივეზერი იქნება?!

14.10.2018 | 21:50

შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონმა დაღესტანელმა ჰაბიბ ნურმანგამედოვმა ამერიკელი მოკრივე  ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია. ნურმანგამედოვმა პოსტი თავის Instagram-ის გვერდზე გაავრცელა.

"მოდი, ფლოიდ! მე ბრძოლისთვის მზად ვარ. 50-0 vs 27-0. ორი ადამიანი, რომლებიც არასოდეს დამარცხებულან! რატომაც არა? ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა – და, ეს მეფე, რა თქმა უნდა, მე ვარ, რადგან მეივეზერმა მაკგრეგორი ვერ დააგდო, მე კი ეს ადვილად შევძელი”, - ასეთი სიტყვებით მიმართა ჰაბიბმა მეივეზერს.