ნოვიცკის კარიერის დასრულება არ სურს

ნოვიცკის კარიერის დასრულება არ სურს

15.12.2017 | 17:40

"დალას მავერიკსის" ფორვარდი, დირკ ნოვიცკი თავისი სათამაშო ფორმით მაყოფილია და არ გამორიცხავს, რომ პარკეტზე მომდევნო სეზონიც გაატაროს. 

"არ ვამბობ, რომ ეს 100 %-ით გადაწყვეტილია, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, რომ დიდი ალბათბით მომდევნო სეზონსაც ვითამაშებ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სასიხარულოა, რომ ყველა თამაშში მომეცა  თამაშის საშუალება", - განუცხადა ნოვიცკიმ SportsDay-ს.

39 წლის კალათბურთელი "დალასის" ღირსებას 1998 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან 30 588 ქულა მოაგრონა და NBA-ს ყველლა დროის საუკეთესო მექულეთა ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

 

ზურა ბაიდარაშვილი

მსგავსები