ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთი დაიპყრო!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთი დაიპყრო!

7.10.2018 | 17:43

პეკინის ცენტრალურ კორტზე, გაიმართა "China Open"-ის ფინალი, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი,  ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში, 4:6 4:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამ ტურნირის გამარჯვების შემდეგ 733 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 23-ე ჩოგანი გახდა.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები