ნიკა ჭანტურიამ ჩიხურასთან მოგებული მატჩი შეაფასა

ნიკა ჭანტურიამ ჩიხურასთან მოგებული მატჩი შეაფასა

22.06.2017 | 17:58

თბილისის ლოკომოტივის მცველმა, ნიკა ჭანტურიამ ჩიხურასთან მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, გიორგი დევდარიანის გუნდმა, ივანწმინდაში, უშუალო კონკურენტს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

''გვინდოდა მეორე წრე გამარჯვებით დაგვესრულებინა და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. 

საჩხერეში თამაში ყოველთვის რთულია და არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ამის მიუხედავად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს 3 ქულა, ჩვენთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის მნიშვნელოვანი.

მინდა, ჩიხურას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებები ვუსურვო''. - ამბობს ჭანტურია.

ლოკომოტივის მე-4 ნომერმა, ჩიხურასთან შეუცვლელად ითამაშა.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები