ნიკა საბანაძე ირანში ითამაშებს

ნიკა საბანაძე ირანში ითამაშებს

6.01.2018 | 21:25

ნიკა საბანაძემ ,,სამტრედია" დატოვა და  კარერას ირანში  გააგრძელებს.

საბანაძის ახალი კლუბი  ,,მეშიკპუშანი" იქნება.

ეს გუნდი ირანის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს. საბანაძის პრეზენტაცია კლუბში უკვე შედგა.

რაც შეეხება ნიკას სტატისტიკას, საბანაძემ ეროვნულ ლიგაში გასული სეზონი ,,ტორპედოში" დაიწყო შემდეგ კი ,,სამტრედიაში" გადაბარგდა.

გასულ სეზონში ორივე ამ გუნდის შემადგენლობაში საბანაძეს 29 შეხვედრა და 11 გოლი დაუგროვდა.

 

                                                                                                                                                                                     ნიკა ბაიდაური

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები