ნეიმარის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

ნეიმარის მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

19.04.2018 | 22:38

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ნეიმარის მოედანზე დაბრუნებას.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს სუპერ ვარსკვლავმა, ნეიმარმა ბოლოს განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და ყველაფერი 17 მაისს უნდა გადაწყდეს. ბრაზილიელი ამ დღეს, ბოლო, საფუძვლიან შემოწმებას გაივლის.

ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატჩი, 25 თებერვალს "მარსელთან" შეხვედრის დროს მიიღო. მას შემდეგ მან მძიმე ოპერაციაც გაიკეთა, რის გამოც მისი ხილვა მსოფლიო ჩემპიონატზე დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

                                                    ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები