ნაჩო ფერნანდესმა ესპანიოლთან საიუბილეო შეხვედრა გამართა

ნაჩო ფერნანდესმა ესპანიოლთან საიუბილეო შეხვედრა გამართა

2.10.2017 | 22:41

ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის "რეალმა" "ესპანიოლს" უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. 

აღნიშნულ შეხვედრაში ნაჩო ფერნანდესი ძირითდ შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელიც ესპანელი მცველისთვის საიუბილეო გამოდგა. ნაჩომ "რეალის" მაისური მე-100-დ მოირგო.

ნაჩოს დებიუტი 2011 წელს, "ვალენსიასთან" შედგა, სადაც "ბლანკოსმა" 6-3 იმარჯვა. 100-იდან 56 გამარჯვება ბერნაბეუზე მოდის, 44 კი გასვლით მატჩებზე. ამ ხნის განმავლობში ნაჩოს ანგარიშზე 5 გატანილი გოლია.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები