ნაიკის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი “მანჩესტერ სიტის”

ნაიკის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი “მანჩესტერ სიტის”

26.03.2019 | 13:03

კომპანია NIKE-ისა და "მანჩესტერ სიტის" თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება. 

6 წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად კომპანიამ ორიგინალური დიზაინის ფორმა შექმნა, რომელშიც 9 კომპლექტი გააერთიანა. საუკეთესო მაისურების შესარჩევად კი გამოკითხვა "სიტის" გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

საიუბილეო მაისური გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით (დაახლოებით 6 ათასი ეგზემპლარი) 10 აპრილს გამოვა.

აღნიშნულ მაისურებს "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები 30 მარტს, "ფულემთან" მატჩამდე მოთელვის დროს მოირგებენ.

ნაიკსა და "სიტის" შორის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. კლუბის ახალი ტექნიკური პარტნიორი PUMA გახდება, რომელთანაც "ქალაქელებმა" 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს და წლიურად 65 მილიონ ფუნტს მიიღებენ. 

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes