მოურინიო მზადაა ზაფხულში ლიდერებს შეელიოს

მოურინიო მზადაა ზაფხულში ლიდერებს შეელიოს

17.04.2018 | 12:27

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, "მანჩერსტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაფხულში გუნდიდან რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.

უკვე არახალია, რომ პოლ პოგბას პორტუგალიელ სპეციალისტთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, რის გამოც ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად გვევლინება სათადარიგოთა სკამზე. აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ "იუნაიტედის" მე-6 ნომერმა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.

გარდა პოლ პოგბასი, მოურინიო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ არაერთ ფეხბურთელს შეელევა. საუბარია მატეო დარმიანსა და დეილი ბლინდზე, რომლებიც სამომავლოდ ჟოზეს გეგმებში არ შედიან.

ასევე, განიხილება კიდევ ერთი ფრანგის, ენტონი მარსიალის გასხვისებაც, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო იშვიათად გვევლინება "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში. 

 

ზურა ბაიდარაშვილი