მოდრიჩმა შუკერის რეკორდი გაიმეორა

მოდრიჩმა შუკერის რეკორდი გაიმეორა

2.01.2018 | 12:06

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი თავის სამშობლოში კიდევ ერთხელ დააფასეს და წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამგვარად, ეს აღიარება ლუკა მოდრიჩისთვის ხორვატიაში რიგით მეექვსე იყო და ამ მაჩვენებლით იგი დავორ შუკერს გაუთანაბრდა.

2017 წელს მოდრიჩი მადრიდის "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. წლის ბოლოს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და ტურნირის საუეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ეროვნულ ნარებთან ერთად კი ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ჩემიონატის საგზური მოიპოვა.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes