მიხეილ სარდალიშვილი: ,,ტორპედომ” ბირთვი შეინარჩუნა და ევრო ტურნირებზე ღირსეულად ვიასპარეზებთ”

მიხეილ სარდალიშვილი: ,,ტორპედომ” ბირთვი შეინარჩუნა და ევრო ტურნირებზე ღირსეულად ვიასპარეზებთ”

7.01.2018 | 21:35

ქუთაისის ,,ტორპედოს" პირველი  ტრანსფერი რომელიც  კლუბმა გაჩემპიონების შემდეგ განახორციელა, საჩხერის ,,ჩიხურას"  ერთ ერთი ლიდერი მიხეილ სარდალიშვილი იყო. 

ჩვენ ფეხბურთელს დავუკავშირდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. 

მიხეილ  სანამ უშუალოდ შენს ტრანსფერზე ვისაუბრებთ მანამდე იყო გასული სეზონი რომელიც ,,ჩიხურას" შემადგენლობაში ჩაატარე, როგორ შეგიძლია შეაფასო შენი კარიერის ეს პერიოდი ?

-უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ განვლილი ჩემპიონატით, თითქმის ყველა თამაში ვითამაშე, ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ჩიხურა თასის მფლობელი გახდა. მქონდა ბევრი საგოლე მომენტი,თუმცა მხოლოდ 8 გოლის გატანა მოვახერხე.

ახლა რაც შეეხება ახალ გუნდს, რა კრიტერიუმებით გააკეთე არჩევანი ტორპედოზე და თუ გქონდა სხვა შემოთავაზებიებიც ?

-კი იყო სხვა შემოთავაზებებიც, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ,,ტორპედო" საქართველოს ღირსეული ჩემპიონი და  ძალიან კარგი გუნდია,  არჩევანი ამ გუნდზე შევაჩერე.

როგორ დაგხვდნენ  ,,ტორპედოში ? რა შეგიძლია თქვა გუნდში არსებულ  გარემოზე? 

-ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დამახვედრეს, რამაც ნამდვილად გამიადვილა გუნდში ადაპტირება. ზოგადად ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდში არსებულ ატმსფეროს და ამ მხრივ მე ნამდვილად გამიმართლა.

-შენ შემტევი ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეგიძლია თამაში, გუნდში  ნახევარდაცვის ხაზში  საკმაოდ დიდი კონკურენციაა, როგორ ფიქრობ, რამდენად სწრაფად შეძლებ გახდე ,,ტორპედოს" ძირითადი თერთმეტეულის უცვლელი მოთამაშე?

-გეთანხმებით, გუნდი ამ პოზიციაზე ნამდვილად ძალიან კარგი, ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რაც რათქმაუნდა ზრდის კონკურენციას. არ ვიცი რა დრო დაჭირდება ჩემს გუნდში დამკვიდრებას, მაგრამ მე ჩემს მაქსიმუმს ჩავდებ, საიმისოდ  რომ ღირსეული ადგილი დავიკავო ღირსეულ თერთმეტეულში.

-,,ტორპედო" ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გუნდში არსებული ატმოსფეროს და კონტიგენტის გათვალისწინებით,  როგორ ფიქრობ, რამდენად კონკურენტული გუნდი იქნებით ევრო ტურნირებზე?

-,,ტორპედო" ქვეყნის  ჩემპიონია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომელმაც შეძლო და ძირითადი ბირთვი შეინარაჩუნა, ნამდვილად კარგი  გუნდი ვართ და ვფიქრობ ევრო ტურნირებზე ღირსეულად ვიასპარეზებთ.

- ბოლოს შევეხოთ ეროვნულ ლიგასაც, უკვე დასრულებული  გათამაშება  ბევრი  სიახლით გამოირჩა. როგორ შეაფასებ დანერგილ სიახლეებს და რის გამოსწორებას ისურვებდი მომავალი სეზონის განმავლობაში ?

-სიახლეების კუთხით გასული სეზონი მართლაც გამორჩეული იყო, მინდა ავღნიშნო გაშუქების უპრეცენდენტო  ინტენსივობა, ამგვარი პიარი გულშემატკივრებში ინტერესს თავისთავად ზრდის, რაც ზოგადად ჩემპიონატისთვის და თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

                                                                                                                                                                          ნიკა ბაიდაური

 

 

 

 

 

 

 

 

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები