მიხეილ მუჯრიშვილი ბოლნისის  ,,სიონში” ითამაშებს

მიხეილ მუჯრიშვილი ბოლნისის ,,სიონში” ითამაშებს

11.01.2018 | 15:35

საქართველოს ჩემპიონატის ერთ ერთი გამორჩეული გოლკიპერი მიხეილ მუჯრიშვილი  ბოლნისის ,,სიონში" ითამაშებს.

მუჯრიშვილმა ,,სიონთან" 1 წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო.

,,სიონში" გადასვლამდე იგი გორის  ,,დილაში" ასპარეზობდა და გუნდის ძირითად მეკარედაც ითვლებოდა, 2 სეზონის განმავლობაში, თუმცა დაახლოებით 1 თვის წინ, მან გორის ,,დილა" 17 სხვა თანაგუნდელთან ერთად დატოვა.

                                                                                                                                                                                ნიკა ბაიდაური 

ფოტო  აღებულია ფეხბურთელის პირადი facebook გვერდიდან