“მილანს” ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

“მილანს” ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

22.07.2018 | 12:41

მას შემდეგ, რაც იტალიურ კლუბს ხელმძღვანელობა შეეცველა, "მილანში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

Sky Sport Italia-ს ცნობით, უახლოეს დღეებში "როსონერიში" გენერალური დირექტორის პოსტს ლეონარდო დაიკავებს, რომელიც მარკო ფასონეს ჩაანაცვლებს. 

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო "მილანის" მაისურით 1997-2001 წლებში თამაშობდა. 2009-10 წლებში კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინიშნებოდა.

48 წლის ბრაზილიელის უკანასკნელი სამუშაო ადგილი თურქული "ანთალიასპორი" იყო, სადაც მცირე ხნით კლუბს თავკაცობდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი

1.00 avg. rating (55% score) - 1 vote