მიგელესი: “ნეიმარს ზაფხულში “რეალში” გადასვლა სურს”

მიგელესი: “ნეიმარს ზაფხულში “რეალში” გადასვლა სურს”

15.12.2017 | 22:15

ესპანელი ჟურნალისტი იგნასიო მიგელესი აცხადებს, რომ "პსჟ"-ს ბრაზილიელ ფორვარდს, ნეიმარ ჯუნიორს ივნისში მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.

"ნეიმარი "პსჟ"-ში გადასვლას ნანობს, თუმცა ის ძალიან კმაყოფილია იმ ხელფასით, რომელსაც  პარიზულ კლუბში გამოიმუშავებს.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ივნისში მას "რეალში" გადასვლა სურს. ამის შესახებ მან თავის მეგობრებს და ნათესავებს უამბო და რაც მთავარია საქმის კურსში მამამისი ჩააყენა, რომელიც მისი აგენტია და დაავალა, რომ ტრანსფერის საკითხი მოაგვაროს, რადგან თავად პარიზულ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩენა აღარ სურს. 

ისიც უნდა ითქვას, რომ "ბარსელონაში" ამის არ სჯერათ, მაგრამ თუ ნეიმარი "რეალის" მაისურს მოირგებს, ამას მშვიდად შეხვდებიან, რადგან მათ ლიონელ მესი ჰყავთ", - განაცხადა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გასულ ზაფხულს 222 მილიონი ევროს სნაცვლოდ გადავიდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი