მესი და რონალდუ ერთმანეთს არასოდეს ირჩევენ

მესი და რონალდუ ერთმანეთს არასოდეს ირჩევენ

25.10.2017 | 13:45

23 ოქტომბერს ფიფამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. 

The Best 2017-ის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელიც აღნიშნულ ჯილდოს მეხუთედ დაეუფლა და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

საინტერესოა, რომ მესის და რონალდუს გამოკითხვის დროს ერთმანეთის სასარგებლოდ არჩევანი არასოდეს დაუფიქსირებიათ.

 

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, თუ როგორ ნაწილდებოდა პორტუგალიელი და არგენტინლი ვარსკვლავების ხმები.

 

- მესის და რონალდუს ერთმანეთისთვის ხმა არასოდეს მიუციათ

- მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რონალდუმ სამეულში "ბარსელონას" ფეხბურთელი შეიყვანა (ხავი)

- მესის სამეულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი არასოდეს მოხვედრილა

- მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც "რეალში" არ თამაშობდა და რონალდუს რჩეულთა შორის მოხვდა (ხავი, ფალკაო, სნეიდერი)

-  მხოლოდ ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მესიმ სამეულში ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებიც "ბარსელონაში" არ თამაშობდნენ (აგუერო - ორჯერ, დი მარია, ნეიმარი - 2017 წელს "პსჟ"-ში გადავიდა)

- რონალდუს პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ხმა არასოდეს მიუცია

- მესიმ არგენტინელთა სასარგებლოდ არჩევანი ოთხჯერ გააკეთა (აგუერო - ორჯერ, დი მარია, მასკერანო)

- 2010 წელს მესის ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან არგენტინამ ფიფას ბიულეტენი არ ჩააბარა

- 2011 და 2012 წლებში რონალდუს ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია. პირველ შემთხვევაში პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი ნუნუ გომეში იყო. მომდევნო წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების ბაზა ტრავმის გამო დატოვა.

 

აქვე გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს, თუ ვის სასარგებლოდ კეთდებოდა არჩევანი რონალდუსა და მესის მხრიდან:

 

კრიშტიანუ რონალდუ:

2010 წელი: ხავი, კასილიასი, სნეიდერი

2011 წელი: ხმა არ მიუცია

2012 წელი: ხმა არ მიუცია

2013 წელი: ფალკაო, ბეილი, იოზილი

2014 წელი: სერხიო რამოსი, ბეილი, ბენზემა

2015 წელი: ბენზემა, ხამეს როდრიგესი, ბეილი

2016 წელი: ბეილი, მოდრიჩი, სერხიო რამოსი

2017 წელი: მოდრიჩი, სერხიო რამოსი, მარსელო

 

ლიონელ მესი:

2010 წელი: ხმა არ მიუცია

2011 წელი: ხავი, ინიესტა, აგუერო

2012 წელი: ინიესტა, ხავი, აგუერო

2013 წელი: ინიესტა, ხავი, ნეიმარი

2014 წელი: დი მარია, ინიესტა, მასკერანო

2015 წელი: ლუის სუარესი, ნეიმარი, ინიესტა

2016 წელი: ლუის სუარესი, ნეიმარი, ინიესტა

2017 წელი: ლუის სუარესი, ინიესტა, ნეიმარი

 

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებენ.

 

ზურა ბაიდარაშვილი