მედია-ტურნირი “ჯომარდია”  ხვალ გაიმართება

მედია-ტურნირი “ჯომარდია” ხვალ გაიმართება

23.06.2017 | 21:52

ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის, მედია-ტურნირი "ჯომარდია" ექსტრემალურ ტრიატლონში ხვალ გაიმართება.  

ტურნირთან დაკავშირებით, დღეს ოლიმპიურ სასახლეში პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტი ყველასათვის ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და ჯომრდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შეხვდნენ.

"მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა სპორტულ აქტივობებში ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ რა თქმა უნდა, კარგი პარტნიორები ვართ და ყველანი ერთად, საერთო მიზანს ვემსახურებით და ესაა ქართული სპორტის პროპაგანდა, წინსვლა და წარმატება.

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ არაერთ მედია-ტურნირს ვუწევთ ორგანიზებას. როგორც ცნობილია, 2 ივლისი სპორტული მედიის საერთაშორისო დღეა და აღნიშნული ტურნირი სწორედ ამ დღეს ეძღვნება. ასევე, ივლისის დასწაყისში დაგეგმილი გვაქვს ტრადიციული "ბაჩოს თასის" ჩატარება, რომელიც უკვე საერთაშორისო სახეს იღებს. ზოგადად, მოხარულნი ვართ, რომ მსგავსი მედია-ტურნირები ჟურნალისტების დიდ დაინტერსებას იწვევს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს," - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ყველა წამყვანი ტელევიზიის გუნდი, რადიოები, სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები, სპორტული ჟურნალისტების გაერთიანებული გუნდი და ა.შ.   გუნდი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 6  ადამიანისგან, მათ შორის ქალები და ვაჟები. გუნდში დასაშვებია მაქსიმუმ  4 მამაკაცი ძალების თანაფარდობისთვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და თასი, ასევე ფასიანი პრიზები.  

4.00 avg. rating (81% score) - 4 votes

მსგავსები