მედია პოგბას გადასვლაზე ალაპარაკდა, მიზეზი კონფლიქტია

მედია პოგბას გადასვლაზე ალაპარაკდა, მიზეზი კონფლიქტია

27.09.2018 | 16:17

ტურინის იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცდელობა ჰქონდა მისი ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა დაებრუნებინა. ტურინელებმა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას 100 მილიონი (£ 89 მ / $ 117 მ ) ევრო შესთავაზა ფრანგის სანაცვლოდ, თუმცა ყველაფერი სხვა გვარად მოხდა. პოგბათი არა, მაგრამ იუვნეტუსი რონალდუთი გაძლიერდა.

როგორც goal.com წერს, იუუენტუსი კიდევ ერთხელ შეეცდება ამჯერად ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე პოგბას შეძენას და ეცდება ის ბარსელონას არ დაუთმოს.

პოლ პოგბასა და "მანიუს" დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთ ვარჯიშზე. ამის შემდეგ უცხოური მედია მათ შორის კონფლიქტზე ალაპარაკდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული ფრანგმა კლუბი დატოვოს.