მარსელო : ლოპოტეგი ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია

მარსელო : ლოპოტეგი ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია

25.10.2018 | 23:20

მადრიდის რეალის მარცხენა მცველმა კვირას გასამართი ელ კლასიკოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "კამპ ნოუზე" თამაში ყოველთვის დიდი გამოცდილებაა. როდესაც გულშემატკივარი შენს წინააღმდეგაა, ეს უფრო მეტად მოტივირებულს გხდის.

ბრაზილიელმა გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ასევე მთავარი მწვრთნელზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მუშაობითაც ჯერ-ჯერობით მადრიდში ვერავინ იქნება კმაყოფილი.

"ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვსურს, ერთ დღეს ჩვენ შეიძლება მოვიგოთ, მეორე დღეს წავაგოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს.
ლოპოტეგი ძალიან კარგი მწვრთნელია - ის ბევრს გვესაუბრება და სურს რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბურთს ჩვენ ვფლობდეთ. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ის მოითხოვს - მოვიგოთ ყველა ბურთი მეტოქის ნახევარზე.
ის ცდილობს გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია, იმისთვის რომ რეალი იყოს საუკეთესო," აცხადებს ბრაზილიელი.

როგორც მოგეხსენებათ, მარსელო და კომპანია კვირას, 28 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" ბარსელონას დაუპირისპირდება . მატჩი თბილისის დროით 19:15 დაიწყება.