მარადონა: “რონალდუს უთხარით, ნუ სულელობს”

მარადონა: “რონალდუს უთხარით, ნუ სულელობს”

15.12.2017 | 14:13

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა, დიეგო მარადონა კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პორტუგალიელმა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალის დროს გააკეთა და განაცხადა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"რონალდუმ თქვა, რომ ის ისტორიაში საუეთესოა? გადაეცით, ნუ შეგვაწუხა და თავს ნუ ისულელებს", - მარადონას სიტყვებს AS ციტირებს.

ასევე, ჟურნალისტმა დიეგოს კითხა, თუ კრიშტიანუ თავს საუკეთესოდ მიიჩნევს, მაშინ რა დონეზეა მარადონა, რაზეც არგენტინელმა უპასუხა: "სწორედ ამიტომ გეუბნებით, რონალდუს უთხარით ნუ სულელობს".

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ რონალდუმ კარიერაში მე-5 "ოქროს ბურთი" მოიგო და ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი