“მანჩესტერს” მარსიალის გაყიდვა არ სურს

“მანჩესტერს” მარსიალის გაყიდვა არ სურს

22.07.2018 | 12:01

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგი ფეხბურთელის, ენტონი მარსიალის გაყიდვას არ აპირებს.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსიალს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, რადგან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. 

ფრანგ შემტევს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც ვადის 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. 

იანვრის თვეში ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან ახალი, 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ ალექსის სანჩესის "იუნაიტედში" გადაბარგების შემდეგ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

აქვე, იმასაც დავამატებთ, რომ ენტონის გადაბირების სურვილი მიუნხენის "ბაიერნს", "პსჟ"-სა და ტურინის "იუვენტუსს" აქვთ.

 

ზურა ბაიდარაშვილი