მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

26.03.2019 | 11:04

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა და მსოფლიო ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა.

"მეგობრებო, სასწრაფო განცხადება, გადავწყვიტე სპორტიდან წასვლა, რომელსაც ოფიციალურად "შერეული საბრძოლო ხელოვნება" ეწოდება. 

ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას წარმატებას ვუსურვებ და ვუერთდები ჩემს ყოფილ, ვეტერან პარტნიორებს".

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორი ოქტაგონზე უკანასკნელად 2018 წლის 6 ოქტომბერს გამოვიდა და ხაბობ ნურმაგომედოვთან დამარცხდა.

 

ზურა ბაიდარაშვილი