ლუჩო გონსალესს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება

ლუჩო გონსალესს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება

15.12.2017 | 21:15

არგენტინის ნაკრების ყოფილ წევრს ბრალი საკუთარი მეუღლის მკვლელობის მცდეობაში ედება.

Globo Esporte-ს ცნობით ფეხბურთელის მეუღლემ, ანდრეა მარკესმა პოლიციას აცნობა, რომ ლუჩო გონსალესი მის დახრჩობას შვილების თანდასწრებით ცდილობდა.

დაზარალებულის განცხადებითვე, მისმა მეუღლემ მას ხელის მაჯაც კი გადაუჭრა და გამუდმებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

ამ დროისათვის ადგილობრივი პოლიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ანდრეა მარკესს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექპსერტიზა და მას პირადი დაცვა დაენიშნა. თავად ფეხბურთელს კი მის მეუღლესთან მიახლოება 500 მეტრის რადიუსით აეკრძალა.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები