ლორენტე: “თუ “იუვენტუსს” გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ”

ლორენტე: “თუ “იუვენტუსს” გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ”

15.12.2017 | 13:51

ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ტურინელებს გოლს გაუტანს არ აღნიშნავს.

"ეს იქნება ორი ძალიან ძლიერი გუნდის საინტერესო დაპირისპირება. ვფიქრობ, წყვილში ფავორიტი "იუვეა" რადგან ისინი მიჩვეულნი არიან ფავორიტის სტატუსს. მათი წარმატების შანსებს 65 %-ით შევაფასებდი. ვისურვებდი ამ შეხვედრაში გოლი გავიტანო თუმცა მას არ აღვნიშნავ", - განაცხადა ლორენტემ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსის" შემადგენლობაში ფერნანდო ლორენტე 2013-2015 წლებში გამოდიოდა.

"იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" პირველი დაპირისირება 2018 წლის 13 თებერვალს გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს ლონდონში შედგება.

 

ზურა ბაიდარაშვილი