ლოკომოტივი 1:3 დილა

ლოკომოტივი 1:3 დილა

27.04.2018 | 23:42

ეროვნული ლიგის მე-8 ტური დღეს განახლდა.

4 გოლი გავიდა თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, სადაც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. პირველი გოლი გორელთა ბრაზილიელი შემტევის, ლეანდრო რიბეიროს ანგარიშზეა (19; 0:1). მალევე ანგარიშის გაზრდა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ალვინ ფორტესმა შეძლო (30; 0:2). დაახლოებით რვა წუთში "დილას" საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა და პენალტი დაინიშნა. აღნიშნული პენალტი "ლოკოს" ფორვარდმა რომან ჭანტურიამ გოლად აქცია (38; 1:2). პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში "ლოკომოტივმა" უფრო მოუმატა,თუმცა თავიანთ საჯარიმოში პენალტი აიკიდეს, რომელიც 61-ე წუთზე ლეანდრო რიბერიომ არ გააცუდა და დუბლი გაიფორმა, ამასთან საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირდა 1:3.

ამ მოგების შემდეგ გორის "დილას" 15 ქულა დაუგროვდა და ლიდერებს შორის მოხვდა, ხოლო "ლოკომოტივი" 4 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.

 

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები