ლოკომოტივი ტორპედოსთანაც განადგურდა

ლოკომოტივი ტორპედოსთანაც განადგურდა

16.03.2018 | 22:06

საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-3 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ კედლებში თბილისის ლოკომოტივი გაანადგურა. ქუთაისელებმა პირველ ტაიმშივე ხელთ იგდეს უპირატესობა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლის გაფორმება შეძლო ლევან კუტალიამ, ხოლო ერთი გოლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ჩემპიონს ქუთაისის "ტორპედოს" 2 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს ( 6 ქულა), ხოლო თბილისელებს არც ერთ მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებიათ და ზედიზედ მეორედ განადგურდნენ.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა, თბილისის "დინამომ" სახლში "სამტრედიას" დაუპირისპირდა და  მეტოქე 3:1 დაამარცხა.

                                                  ლევან ქობალია

მსგავსები