ლოკომოტივი-დილა მატჩის წინ

ლოკომოტივი-დილა მატჩის წინ

27.09.2018 | 10:32

27 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში, დილა თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2 ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ მატჩი 8-ე ტურში შედგა და დილამ რკინიგზელები თბილისში, 3-1 დაამარცხა

იხილეთ ვიდეო

 

მეორე მატჩი კი მე-17 ტურში შედგა და ჩვენმა გუნდმა 3-2 მოიგო.

 

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო შეხვედრებს ჩემპიონატში, გასულ ტურში რკინიგზელები ფოთში, ადგილობრივ კოლხეთთან 0-1 დამარცხდა, დილამ კი რუსთავს 2-0 სძლია

აღსანიშნავია რომ ორივე ამ გუნდს სხვა გუნდებთან შედარებით თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 24 -24 მატჩი აქვთ გამართული.

დილა 24 მატჩში მოპოვებული 45 ქულით გათამაშების ცხრილში მე- 3 ადგილზეა, ლოკომოტივს კი 28 ქულა აქვს და მე- 6 ადგილზეა.

ლოკომოტივი – დილას მატჩი 15:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

მატჩის მთავარი არბიტრი ბაკურ ნინუა იქნება.

 

მომზადებულია Fcdila.ge-ს მიხედვით.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები