ლევანდოვსკი ათეულში შეიჭრა

ლევანდოვსკი ათეულში შეიჭრა

15.12.2017 | 15:23

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ  მე-16 ტურში "კიოლნს" ერთადერთი და ამასთანავე გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა, რითაც პოლონელმა ბუნდესლიგის ეგიდით 166-ედ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

შედეგად, ლევანდოვსკი 60-70 წლების ფორვარდს, იოჰანეს ლიორს გაუთანაბრდა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-10 ადგილს იყოფს.

"მიღწეუით ძალიან ბედნიერი ვარ მაგრამ ვიცი რომ უფრო მეტი შემიძლია. ვნახოთ, კიდევ რამდენის გატანას მოვახერხებ სეზონის ბოლომდე. ახლაც კმაყოფილი ვარ და მზად ვარ ჩემს გუნდს მომავალშიც დავეხმარო", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონშივე ძალუძს შედეგის გაუმჯობესება და თუ მინიმუმ 12-ჯერ მოახერხებს გოლის გატანას, მე-8 ოზიციაზე დაწინაურდება.

 

ბუნდესლიგის საუეთესო ბომბარდირთა ათეუილი ასე გამოიყურება:

  1. გერდ მიულერი - 365 გოლი
  2. კლაუს ფიშერი - 268 გოლი
  3. იუპ ჰაინკესი - 220 გოლი
  4. მანფრედ ბურგსმიულერი - 213 გოლი
  5. კლაუდიო პიზარო - 191 გოლი
  6. ულფ კირსტენი - 182 გოლი
  7. შტეფან კუნცი - 179 გოლი
  8. კლაუს ალოფსი - 177 გოლი
  9. დიტერ მიულერი - 177 გოლი
  10. იოჰანეს ლიორი, რობერტ ლევანდოვსკი - 166 გოლი

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები