ლებრონ ჯეიმსი ლარი ბერდს გაუთანაბრდა

ლებრონ ჯეიმსი ლარი ბერდს გაუთანაბრდა

15.12.2017 | 12:54

"კლივლენდ კავალიერსის" ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" (121:112) მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ლებრონმა აქტივში 25 ქულა, 12 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, კარიერაში 59-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და "ბოსტონ სეტიკსის" ლეგენდას, ლარი ბერდს გაუთანაბრდა, რომელთან ერთადაც ამჟამად მე-6 ადგილს იყოფს. 

სამმაგი დუბლების რაოდენობით მე-5 პოზიციაზე უილტ ჩემბერლენია (78). მე-4 ადგილს რასელ ვესტბრუკი იავებს (88), მე-3 ადგილზეა ჯეისონ კიდი (107), მეორეა მეჯიკ ჯონსონი (138), 181 სამმაგი დუბლით კი ოსკარ რობერტსონი ლიდერობს.

 

ზურა ბაიდარაშვილი