საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაცია ნახევარმარათონს გამართავს

საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაცია ნახევარმარათონს გამართავს

14.02.2018 | 01:51

18 თებერვალს, საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით პირველი ოფიციალური მთის ნახევარმარათონი (21კმ) ტარდება. გარბენი იწყება კუს ტბის სარბენი ბილიკიდან უძოს მონასტრამდე და უკან, კუს ტბამდე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკმარისია, უბრალოდ გაიაროთ რეგისტრაცია.

გადაწყდა, რომ ფულადი პრიზის გადაცემისთვის შენარჩუნდეს საერთო შეჯიბრი, თუმცა ასევე გამოიყოფა სხვადასხვა კატეგორიებიც.

 

საერთო კატეგორია:

I ადგილი - 2,100 ლარი

II ადგილი - 1,050 ლარი

III ადგილი - 525 ლარი

 

ინდივიდუალური სპორტის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა ასეთი ფულადი ჯილდო. ასევე ღონისძიების შემადგენელი ნაწილია თანამედროვე რუქა და ჰიპსომეტრიული დიაგრამა, რომელიც საქართველოში ამ დრომდე არ გამოყენებულა.

ნახევარმარათონის პარალელურად ტარდება მთის მედიაგარბენი, რომელიც 4 კილომეტრს მოიცავს. ფულადი პრიზებიც დაწესებულია.

 

I ადგილი -200 ლარი, თასი, მედალი, სერტიფიკათი

II აგილი -150 ლარი, თასი,მედალი, სერტიფიკატი

III ადგილი - 100 ლარი, თასი, მედალი, სერტიფიკატი

 

ნახევარმარათონზე უკვე 17 ქვეყნის სპორტსმენია დარეგისტრირებული. სპეციალურად ამ მარათონის გასაშუქებლად, საქართველოში ჩამოდის ცნობილი რუსი ფოტოგრაფი, ბლოგერი, მთის მარათონელი და სპორტსმენი, ოლეგ ჩეგოდაევი. რბენის პარალელურად ის გადაიღებს უნიკალურ კადრებს და გააცნობს ამ რბენას სპორტულ აუდიტორიას.

 

რეგისტრაციის მსურველთათვის:

 

მორბენლის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScNypCyvlB2VLoJ3uyNsGyXc4WLAtYafpgf6CaFBqyh6EoUAA/viewform

 

ჟურნალისტის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf_c45g1wxxsTUUsz5WuqNXLlCd02lkx3-9mny_jtt_gcJ6Bg/viewform?c=0&w=1

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები