კვირკველიამ პორტუსთან შეხვედრა ნაადრევად დაასრულა

კვირკველიამ პორტუსთან შეხვედრა ნაადრევად დაასრულა

25.10.2018 | 01:15

ამ წუთებში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა მოსკოვში, სადაც ადგილობრივმა ლოკომოტივმა პორტუს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. 

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც შეხვედრა 76 წუთზე მიღებული წითელი ბარათის გამო ნაადრევად დაასრულა, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ქართველი მცველი.