კაჭარავა “კარპატს” ამ ზამთარს ჩაიბარებს

კაჭარავა “კარპატს” ამ ზამთარს ჩაიბარებს

12.12.2017 | 11:44

ერთ-ერთი უკრაინული გამოცემის, sportanalytic.com-ის ინფორმაციით, შესაძლოა თბილისის "დინამოს" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ კაჭარავამ კარიერა უკრაინაში, კერძოდ კი ლვოლვის "კარპატში" გააგრძელოს. sportanalytic იმასაც იტყობინება, რომ ქართველი სპეციალისტი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია და ის "კარპატს" ამ ზამთარს ჩაიბარებს. ამჟამდ უკრაინულ კლუბს ოლეგ ბოიჩიშინი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ თბილისის "დინამო" მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა.

 

ლევან ქობალია