კასანომ მესი და რონალდუ ფედერერთან და ნადალთან გააიგივა

კასანომ მესი და რონალდუ ფედერერთან და ნადალთან გააიგივა

18.07.2018 | 16:05

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ ჟურნალისტებს მესისა და რონალდუს შესახებ საკუთარი შეხედულება გაუზიარა.

"მესი ძალიან მიყვარს და მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ. მისი თამაში  უნიკალურ ემოციებს მჩუქნის.

თუ მაინცდამაინც თქვენს დარწმუნებას უნდა ვეცადო, მაშინ, დამისახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც მასავით შეუძლია ბურთის დამუშავება და გოლების რეგულარულად გატანა.

გულწრფელად გეტყვით, რონალდუ უნაკლო ფეხბურთელია, მაგრამ საქმე ამაში არ გახლავთ. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი და კრიშტიანუს რაფაელ ნადალს შევადარებდი. ორივე ბრწყინვალე ათლეტია, რომლებმაც გარდა უდიდესი ნიჭისა, მიზანს შრომითა და თავდადებით მიაღწიეს.

მესი უფრო როჯერ ფედერეს ჰგავს - ნამდვილი ხელოვნები. 

სწორედ ამიტომ, მე მესის მხარეს ვიხრები, რადგან ლეოს შეუძლია უდიდესი ზეგავლენა მოახდინოს თამაშზე, მაშინაც კი როცა უბრალოდ დგას. მას ფიზიკური მომზადება ფაქტიურად არ სჭირდება", - ციტირებს კასანოს Goal.com

 

ზურა ბაიდარაშვილი