“კარგ ფორმაში ვარ, უფროდაუფრო ვდილობ მოვუმატო” – ინტერვიუ ალეკო ჩაკვეტაძესთან

“კარგ ფორმაში ვარ, უფროდაუფრო ვდილობ მოვუმატო” – ინტერვიუ ალეკო ჩაკვეტაძესთან

24.09.2017 | 21:31

ალეკო ჩაკვეტაძე 22 წლის ქართველი  მცველია, რომელიც ყველას გვახსოვს ახლაგაზრდული ეროვნული ნაკრებიდან, მისი გოლი ესპნეთის U 17 წინააღმდეგ საუცხოო იყოო.

AllSport.ge -მ ინტერვიუ მოამზადა ალეკოსთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

- ალეკო, ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ირიცხებოდა, შემდეგ იყო "პაოკი" , საქართველოს ეროვნული ლიგა... 22 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის, როგორ შაფასებდი შენს განვლილ კარიერას იყო თუ არა ხარვეზები

- საკმაოდ დადებითად ვაფასებ ჩემ კარიერში მაგ კონკრეტულ პერიოდს, თუმცა რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო. იყო მნიშნველოანი გაუმართლებელი ნაბიჯი,რომელმაც გული დამწყვიტა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთში მსგავსი წარუმატებლობები სულ არის.

 

 

-ამჟამად "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ხარ, მოგწონს თუ არა კლუბი , გარემო ?

-გუნდში კარგი გარემოა , ნამდვილად საფეხბურთო. მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბისა და ჩემი თანაგუნდელების.

 

 

-როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან ლაშა ფირცხალაიშვილთან და რა რჩევებს გაძლევს უფრო ხშირად, იმის გათვალისწინებით, რომ "ვიტ ჯორჯია" მე-6 ადგილზე იმყოფება სატურნირო ცხილში გუნდს რა ამოცანა დაგისახათ?

-ლაშასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიღებ მისგან ყველა პატარა რჩევასაც კი, ჩვენი ამოცანაა, სანამ არის შანსი სამეულში მოხვედრის არ მოვეშვებით, მაქიმალურს გავაკეთებთ მეც და ჩემი თანაგუნდელები. ყველა თამაშზე მაქიმალურს ვდებთ, პროგრესიც არის და სულ ვცდილობთ ხარვეზების გამოსწორებას.

 

 

-როგორ ფიზიკურ ფორმაში ხარ და განიხილავდი თუ არა შენს დაბრუნებას "ტორპედოში" ან "ფოთს კოლხეთში" თუკი შემოთავაზება იქნება?

-ამ მომენტისთვის კარგ ფორმაში ვარ, უფროდაუფრო ვცდილობ მოვუმატო და არ ვიყო კმაყოფილი საკუთარი თავით. არ მიფიქრია აღნიშნულ გუნდებზე, ამ მომენტში „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი ვარ და მომავლის გეგმები ჯერ არ დამისახავს.

 

 

-დაბოლოს, რას ეტყოდი ეროვნული ლიგის გულშემატკივრებს

-გულშემატკივარი ჩემთვისაც და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის უმნიშვნელოვანესი და მათი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. გულშემატკივრის ძალა შეუფასებელია.

ავტორი : გვანცა ტარუაშვილი