ისტორიაში მეორედ

ისტორიაში მეორედ

10.10.2017 | 11:08

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთის ნაკრებს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

2018 წლის მუნდიალის ციკლი ჩვენმა გუნდმა 5 ქულით დაასრულა. საქართველომ 10 შეხვედრიდან 5 მარცხით დაასრულა და 5 მატჩი ფრედ ითამაშა.

სლოვაკი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის გუნდმა ციკლში ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2010 წელს დაფიქსირდა და გუშინ უკვე მეორედ.

ვლადიმერ ვაისი: " შეტევაში მაღალი ხარისხი გვჭირდება. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. ვულოცავ სერბეთის მთავარ მწვთნელს და ყველა მის გულშემატკივარს მუნდიალზე გასვლას. მალე შევხვდები ფედერაციის წარმომადგენლებს და გადაწყდება ჩემი მომავლის საკითხი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით."

გურამ კაშია: "ამ შესარჩევში ჩვენ სხვა თამაში ვაჩვენეთ, ვფიქრობ ვაისთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს".

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები