ისკო: “ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავ”

ისკო: “ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავ”

10.10.2017 | 11:11

 ისკო ალარკონი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში იღებს მონაწილეობას.

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავ. მე მივიღე გადაწყვეტილება და ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი." როდესაც "რეალიდან" წავალ, მხოლოდ იქ ვითამაშებ, სადაც "ბლანკოსის" წინააღმდეგ თამაში ხშირად არ მომიწევს", - განაცხადა მადრიდელთა შუახაზელმა.

4.50 avg. rating (89% score) - 2 votes

მსგავსები